თამარ ჩიბურდანიძე: კიდევ კარგი, რომ უმცირესობაში არიან ისინი, ვინც ზეიმობს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, სხვა შემთხვევაში აუცილებლად ვიტყოდი – „ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ“

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და გადაწყვეტილებას საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად გამიზნულ „ბოლო გასროლად“ აფასებს.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისგან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას დიდი ხანია ველოდით. ეს ბოლო გასროლად შემოინახეს, იქნებ ბოლო აკორდი მაინც გახდეს ნაპერწკალი რევოლუციისთვისო. მაგრამ, ესეც ისევე უშედეგო იქნება, როგორიც სხვა დანარჩენი.

ეს ფაქტი შეიძლება ითქვას, „ნუგეშია“ მათთვის, ვისაც ხშირად სტკენია გული, რატომ ვერ ხედავენ ჩემს სიკეთესო?

ჩვენ ვინ ვართ ბიძინა ივანიშვილთან შედარებით, რომელმაც საკუთარი ქონების ნახევარი საკუთარ ხალხს აჩუქა და რაც მთავარია, ამ ურთულეს სიტუაციაში, საქართველო ომს გადაარჩინა. მაგრამ, გადახედეთ სოციალურ ქსელებს, როგორ ზეიმობენ ისინი, ვისი ოჯახის წევრები, ვისი ეკლესია-მონასტრები, ვისი სახელმწიფოც გადაარჩინა.

კიდევ კარგი, რომ უმცირესობაში არიან ის უმსგავსოები, ვინც ზეიმობს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, სხვა შემთხვევაში აუცილებლად ვიტყოდი – „ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ“.

ქართველი ხალხის უმრავლესობა შესაბამისად აფასებს ამ ღვთისნიერი ადამიანის ღვაწლს და 12 წლის შემდეგაც გვერდში უდგას გარდამტეხ ბრძოლაში.

უფალი ფარავდეს ამ კაცს ცხოვრების დიდ გზაზე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ!

რაც უნდა გააკეთონ, მაინც ვერაფერს გახდებიან!

უსამართლობა განწირულია მარცხისთვის!“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები