კონგრესმენმა ჯო უილსონმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია. ამის შესახებ კონგრესმენმა პლატფორმა X-ზე დაწერა.
„როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში, მოხარული ვარ, მივიწვიო პრეზიდენტი ზურაბიშვილი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად. მე აღფრთოვანებული ვარ მისი გამბედაობით“, – აღნიშნა ჯო უილსონმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.