“ნაციონალური მოძრაობა” 2015 წლის შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2015 წლის შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სერგო რატიანმა გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.

მისი განცხადებით, 2015 წლის შუალედური არჩევნები ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა და საბიუჯეტო თანხების ფუჭი ხარჯვაა. “ორი არჩეული დეპუტატი ვერ შეცვლის ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და ვერ გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან. აქედან გამომდინარე, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გაუმართლებლად მიაჩნია ამ არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ ვუერთდებით პოლიტიკური პარტიების მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს”, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები