რის საფუძველზე შევიდა საგამოძიებო სამსახური კაზინო “აჭარაში”

“კვირასთვის“ ცნობილი გახდა, თუ რა მიზეზით შევიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კაზინო „აჭარაში“.

როგორც “კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის უფროსმა გიორგი გრძელიშვილმა განუცხადა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შპს კაზინო „აჭარას“ მიმართ მიმდინარეობს გამოძიება 218-ე (გადასახადებისათვის თავის არიდება) და 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) მუხლით.

“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შპს კაზინო „აჭარას“ მიმართ მიმდინარეობს გამოძიება 218-ე (გადასახადებისათვის თავის არიდება) და 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) მუხლით, ამჟამად სამორინეში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საგამოძიებო მოქმედებები“,-განუცხადა “კვირას“ გიორგი გრძელიშვილმა. კაზინო „აჭარაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ შემოწმება დღეს, დილის 9 საათიდან დაიწყო და, შესაბამისად, კაზინო  დილიდან დახურულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები