ვარკეთილში სამარშრუტო ტაქსი ამობრუნდა
ვარკეთილში სამარშრუტო ტაქსი ამობრუნდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ოთხი მგზავრი.
სამი მათგანი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი კი იქვე მდებარე რეფერალურ საავადმყოფოში.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.