დავით სერგეენკო: შემიძლია ცალსახად დავადასტურო, რომ არანაირ დაპირისპირებაზე არ არის საუბარი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მთავრობის წევრებს შორის დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მთავრობა მუშაობას აგრძელებს, როგორც ერთიანი ჯგუფი.
მინისტრის განცხადებით, არანაირ დაპირისპირებაზე საუბარი არ არის.
“შემიძლია ცალსახად დავადასტურო, რომ არანაირ დაპირისპირებაზე არ არის საუბარი. მთავრობა აგრძელებს მუშაობას, როგორც ერთიანი ჯგუფი. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ჩემთვის უცნობია, რომ ასეთი კონსულტაციები მიმდინარეობდეს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება ექსპერტების ნაწილის მოსაზრებას, რომ შესაძლოა ცვლილებები სექტემბერში დაიწყოს, მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპერტების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ექსპერტების შემადგენლობაში შეხედულებები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც, სერგეენკოს შეფასებით, კარგი და ნორმალურია.
გუშინ მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.