შს მინისტრი ავსტრიის შს სამინისტროს პოლიციის ატაშეს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ავსტრიის ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ახალ ატაშესთან – კარლჰაინც გორტანოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ავსტრიის პოლიციის ყოფილი მეკავშირე ოფიცერი ალექსანდერ ნოიმიულერი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 9 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ქართულმა მხარემ ნოიმიულერს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
კარლჰაინც გორტანო შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას და ევროინტეგრაციის კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს გაეცნო. შეხვედრაზე მხარეებმა გამოცდილების გაზიარებისა და შესაძლებლობების განვითარების სფეროში თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. მათ იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
პოლიციის ახალი მეკავშირე ოფიცერი კარლჰაინც გორტანო მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად პირველი სექტემბრიდან შეუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები