ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
გურიაში, ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ავარია ნატანები-ოზურგეთი-ურეკის ავტომაგისტრალის გურიანთის მონაკვეთზე მოხდა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტით მოძრაობის წესის დარღვევაზე მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.