საქართველოს მთავრობასა და ურუგვაის შორის სავიზო მოთხოვნის გაუქმების შესახებ შეთანხმება ამოქმედდა
საქართველოს მთავრობასა და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის მთავრობას შორის სავიზო მოთხოვნის გაუქმების შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ორივე ქვეყნის ორდინალური პასპორტის მქონე მოქალაქეებს შესაძლებელობა აქვთ, უვიზოდ გაემგზავრონ და 90 დღის განმალობაში დაჰყონ ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2015 წლის 24 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.