გია ვოლსკი: ეტყობა პრეზიდენტის ოფისში კარგად ვერ გაიგეს, ასეთ შემთხვევებში, რას ნიშნავს პროტოკოლი
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დელეგაციების ერთობლივად გამგზავრების საკითხს გამოეხმაურა.
“ეტყობა პრეზიდენტის ოფისში კარგად ვერ გაიგეს, ასეთ შემთხვევებში, რას ნიშნავს პროტოკოლი. დელეგაციის შემადგენლობისა და მეთაურის შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს. ორი მაღალი დონის დელეგაციის გამგზავრება მოუხერხებელია და ასევე ზედმეტი დანახარჯიცაა, მაგრამ არის ღონისძიებები, რომლებიც მნიშვნელოვანია. საპროტოკოლო უხერხულობას შეიძლება თავი ავარიდოთ, პრეზიდენტის დელეგაცია ცალკე იქნება, პრემიერის დელეგაცია გაეროს გენერალური ასამბლეაზე გაემგზავრება”,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.