სამეგრელოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა, – ამის შესახებ “კვირას” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.
უწყებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ავტოავარიას უცხოელი ტურისტი ემსხვერპლა, უარყოფენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. გამოძიება სსკ 176-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.