თენგიზ ფხალაძე: სირცხვილია, როდესაც იმალება პრეზიდენტის წერილები და მიწვევები
სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები, იმალებოდეს და არ მიდიოდეს პრეზიდენტამდე მოწვევები, არ მიდიოდეს ადრესატამდე პრეზიდენტის კორესპონდენცია, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.
როგორც ფხალაძემ აღნიშნა, შარშან პრეზიდენტის გაერო-ში ვიზიტის მომზადებაზე მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი განაცხადა, რითიც მახინჯ პოლიტიკას ჩაუყარა საფუძველი.
“სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები, იმალებოდეს და არ მიდიოდეს პრეზიდენტამდე მოწვევები, არ მიდიოდეს ადრესატამდე პრეზიდენტის კორესპონდენცია და ზოგადად, იდგემობდეს ის ნაბიჯები, რომელიც მიმართულია პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის დასუსტებისაკენ და მიიღებოდეს გადაწყვეტილებები სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე. ფაქტიურად შარშან მოხდა, რომ მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი განაცხადა პრეზიდენტის ვიზიტის მომზადებაზე, ამით მახინჯ პრაქტიკას ჩაეყარა საფუძველი გადაწყვეტილებები მიღებული ყოფილიყო პრეზიდენტთან კონსულტაციების გარეშე”, – განაცხადა ფხალაძემ.