რუსეთი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც საქართველო არ შეიყვანა “შავი ქვეყნების” სიაში
რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც საქართველო არ შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მიმართაც სასაქონლო ემბარგო ხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია აქვეყნებს. “რუსეთსა და საქართველოს შორის არ არსებობს აქტიური ურთიერთობა და მაღალი სავაჭრო ბრუნვა. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ მიღებული ზომები უმნიშვნელოა”, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ახალი ე. წ. შავი სია წარადგინა. მან ხელი მოაწერა იმ ქვეყნების სიის გაფართოების ბრძანებას, რომელთა წინააღმდეგაც მოსკოვის მიერ დაწესებული სანქციები იმოქმედებს. სიას ალბანეთი, მონტენეგრო, ისლანდია და ლიხტენშტაინი დაემატა.