ზურაბ ტყემალაძე: გიორგი ქადაგიძის განცხადებამ ფინანსურ ბაზარზე რყევები გამოიწვია
გიორგი ქადაგიძის გუშინდელმა განცხადებამ ფინანსურ ბაზარზე რყევები გამოიწვია, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკი არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში.
„ეროვნული ბანკი არ უნდა ერეოდეს არავითარ შემთხვევაში პოლიტიკურ განცხადებებში. იმ ქმედებამ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გუშინ გააკეთა პოლიტიკური განცხადება, რომლის მერე – განცხადების გაკეთების პარალელურად, 4 პუნქტით გაიზარდა ლარის კურსი. ამან შეიძლება გამოიწვიოს საბოტაჟი. იმპორტი შემცირებულია, ტურისტების რაოდენობა გაზრდილია და ობიქტური მიზეზები, რომ კურსი გაზრდილიყო, არ იყო, რომ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება“, – აცხადებს დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე.