გიორგი კარბელაშვილი მზად არის სადეპუტატო მანდატი დათმოს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კარბელაშვილი მზად არის სადეპუტატო მანდატი დათმოს. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა. პარლამენტის წევრი კიდევ ერთხელ გამოთქვამს წუხილს 9 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის გამო და ბოდიშს იხდის. დეპუტატმა დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო ცნობაც გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც კარბელაშვილს ნარკოტიკული ზემოქმედება არ დაუდგინდა.

“მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო 9 აგვისტოს მომხდარ ფაქტს და კიდევ ერთხელ მოვიხადო ბოდიში ჩემი საქციელის გამო, რადგან ნასვამი მანქანის მართვა და პოლიციელებისათვის დაუმორჩილებლობა მითუმეტეს პარლამენტარისათვის სრულიად შეუფერებელი საქციელია. მრცხვენია ჩემი საქციელის გამო და ვგრძნობ პასუხისმგებლობას საკუთარი ამომრჩევლების, საკუთარი კოლეგების, საზოგადოების წინაშე და როგორც მამა, ჩემი შვილების წინაშე. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამო მზად ვარ საჭიროების შემთხვევაში დავტოვო პარლამენტი და უარი ვთქვა სადეპუტატო მანდატზე. აქვე მინდა გამოევხმაურო ღარიბაშვილის განცხადებას, რომ მე თითქოს ნარკომანი, კრიმინალი და თავზეხელაღებული ვარ, ეს არის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ცნობა, რომლის თანახმადაც მე არც 9 აგვისტოს, ინციდენტის დროს და არც არასდროს არ ვყოფილვარ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ”, – აცხადებს გიორგი კარბელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები