თეა წულუკიანი: ე.წ. კაბელების საქმეში მთავარი სასამართლოს გადაწყვეტილებაა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების სამსახურში აღდგენის ფაქტს გამოეხმაურა. მისივე თქმით, ე.წ. კაბელების საქმეში მთავარი სასამართლოს გადაწყვეტილებაა.
„იუსტიციის სამინისტროში არის ასეთი წესი – ჩემი მმართველობის პირობებში, როდესაც ჩემი თანამშრომელი არის ბრალდებული ან მსჯავრდებული, ის არის დროებით გათავისუფლებული თანამდებობიდან და ჩვენ – ყველა ერთად ველოდებით ხოლმე სასამართლოს გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, ჩემთვის „კაბელების საქმეზე“ მთავარია, რას იტყვის სასამართლო და ჩემთვის ეს იქნებოდა ერთადერთი საფუძველი მათი თანამდებობაზე აღდგენის ან არ აღდგენის“,- განაცხადა მინისტრმა.