კახეთში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს
კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში 30 წლამდე ახალგაზრდა საკუთარ სათბურში გარდაცვლილი ნახეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილ მამაკაცს დენმა დაარტყა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.