დავით ბაქრაძე საქართველოში ლიტვის ელჩს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გიედრიუს პუოჯუნასთან.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები. სახელმწიფო მინისტრმა ლიტვის ელჩს მადლობა გადაუხადა ლიტვის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები