პარლამენტარების ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას ქართველი დეპუტატები დაესწრებიან

12 – 14 აგვისტოს ვენაში პარლამენტარების ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დაესწრება.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების თაობაზე იმსჯელებენ.
ამავე ინფორმაციით, საქართველოდან ვენის ყოველწლიურ კონფერენციაზე შეხვედრას, ეკა ბესელიას გარდა, კომიტეტის წევრი ოთარ ჩრდილელიც დაესწრება.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების საკითხებზე, კონფერენციას რამდენიმე ათეული ქვეყნის დელეგაცია ესწრება, მათ შორისაა: – ლიტვა, ლატვია, უნგრეთი, საფრანგეთი, იაპონია, პოლონეთი, მალტა, რუმინეთი, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს წარმომადგენლობები.
მე-13 გენერალურ შეხვედრას ვენაში ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარე გახსნის, შეხვედრაზე იგეგმება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ მემორანდუმის მიღება. ეკა ბესელია და ოთარ ჩრდილელი ვენაში დღეს, გამთენიისას გაემგზავრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები