ზუგდიდში 38 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ზუგდიდში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 38 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევის ადგილი ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე შეისწავლეს. სხვა დეტალები კი ჯერჯერობით უცნობია.