ნინო ბურჯანაძე: ჩემთვის უმთავრესი პრიორიტეტი ჩემი ქვეყნის ერთიანობაა
რუსეთში აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ ჩემთვის უმთავრესი პრიორიტეტი ჩემი ქვეყნის ერთიანობაა, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის უმაღლეს პირებთან საუბრის მთავარი თემა სწორედ ეს იყო.
„ეს არის რთული საკითხი, რომელიც დიალოგის გარეშე მოგვარებული ვერ იქნება. ამ დიალოგში, უპირველესად, ვგულისმხობ ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ დიალოგს, მაგრამ, ამავდროულად, რუსეთის ჩართულობასაც. ჩვენ თავს ვიტყუებთ გულზე მჯიღის ცემით და იმის ძახილით, რომ არ დაველაპარაკებით ოკუპანტს და უცხოეთი დაგვეხმარება. ეს არის ილუზია და ოცნება, რომელიც ვერ ასრულდება. მე ვალდებული ვარ, რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს ჩემი განცხადებები, ჩემს ხალხს ვუთხრა: შანსი ქვეყნის გადარჩენისა, რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისა ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ გაუბედავი და უგუნური პოლიტიკოსების გამო ეს შანსი ყოველდღე მცირდება. მე ვიქნები დამნაშავე ჩემი ქვეყნის წინაშე, რომ ამ შანსის გამოყენებაზე ხალხი არ გავაფრთხილო,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.