თბილისის საკრებულოში ალექსანდრე ელისაშვილმა ბრიფინგი გამართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, წარმომადგენლობითი ორგანოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა -ალექსანდრე ელისაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც 12 აგვისტოს, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგიდან, მირზა შაფის პროექტის განხილვის ამოღებას მოითხოვდა.
„ოთხშაბათს დაგეგმილია საკრებულოს სხდომა, სადაც დღის წესრიგით გათვალისიწინებულ საკითხთა შორის, ერთ-ერთ საკითხად მირზა შაფის ისტორიული ქუჩის განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული ვერსია იქნება წარმოდგენილი. ჩვენ გვაქვს სერიოზული საფუძველი ვიფიქროთ, რომ ხვალვე მოხდება ამ პროექტის დამტკიცება. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უნუკალური ურბანული არეალი. ეს არის ადგილი, სადაც გაჩნდა თბილისი და აჩქარებით ჩვენ მხოლოდ ისტორიულად დამახინჯებულ სივრცეს მივიღებთ. ამიტომ, მივმართავ ჩემს კოლეგებს, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა, მიმდინარე წლის სექტემბრამდე იქნას გადადებული იმ ძირითადი მიზეზის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, ინვესტორი შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული მასშტაბის ცვლილებებზე იყოს თანახმა“-განაცხადა ალექსსანდრე ელისაშვილმა.
დეპუტატთან ერთად, ბრიფინგს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები