თინა ხიდაშელი: რუსეთი აგრძელებს თავის ცინიკურ პოლიტიკას

რუსეთი თავის ცინკურ პოლიტიკას და ოკუპირებული ტერიტორიების ფიქსაციას აგრძელებს, ეს პროცესი 2009 წლიდან გრძელდება, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოფელ თამარაშენში ე.წ. ბანერების 800 მეტრით გადმოწევის ფაქტს.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, ყოველდღიურად მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების ფიქსაცია სხვადასხვა ფორმით: იქნება ეს ბანერების გადმოწევა თუ მავთულხლართების.
“არავითარი საზღვრის გადაწევა-გადმოწევები არ ხდება. საზღვარი, მრავალი კილომეტრით, 2008 წლის აგვისტოში გადმოიწია. სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს თავის ცინიკურ პოლიტიკასა და ახლა იმის ფიქსაციას, რაც 2008 წლის აგვისტოში მიითვისა, რისი ოკუპაციაც მოახდინა. ამიტომ ჩვენ, შესაძლოა, ყოველდღიურად ვნახოთ ამ ფიქსაციის მორიგი და მორიგი მაგალითები. მოყოლებული 2009 წლიდან ეს მუდმივად ხდება. ხან ხდება მავთუხლართებით, ხან ხდება ბანერებით, ხან ხდება სხვადასხვა ფორმით”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები