გიორგი გაბაშვილი კარბელაშვილის საქციელს გმობს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი გაბაშვილი თანაპარტიელ გიორგი კარბელაშვილის საქციელს გმობს. პარლამენტის უმცირესობის წევრი აცხადებს, რომ გიორგი კარბელაშვილის საქციელს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან გამართლება არ აქვს.
“მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი შეკითხვა – რატომ არ აძლევდნენ გიორგი კარბელაშვილის მეგობრებსა და ახლობლებს საათების განმავლობაში ინფორმაციას, თუ რა ხდებოდა; რატომ იყო მობილიზებული საპატრულო ეკიპაჟები; ის, რაც ჩვენ ვნახეთ – საპატრულო პოლიციასთან ასეთი საქციელი, ამას გამართლება არ აქვს. ჩვენ ასეთი საქციელისთვის, პოლიტიკური მოტივით, ხელი არასდროს არავისთვის დაგვიფარებია”, – განაცხადა გიორგი გაბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ შს სამინისტრომ ვიდეომასალა გავრცელა, სადაც გიორგი კარბელაშვილი 9 აგვისტოს ბორჯომი-თბილისის მაგისტრალზე მომხდარი ინციდენტის ვიდეომასალას, რომელიც გადაღებულია საპატრულო პოლიციის სამხრე ვიდეოკამერით და საპატრულო ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორით. ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი და მისი თანმხლები პირი საპატრულო ეკიპაჟის წევრებს, ასევე, ისინი ხელს უშლიან პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. გიორგი კარბელაშვილის განცხადებები, თითქოს ის ექვსმა საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა და გაიტაცა, რომ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გათიშეს და მაისური შემოახიეს, სიმართლეს არ შეესაბამება”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.