კანადაში რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა გაიმართა
კანადაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით, ფოტოგამოფენა: featuring the stories of internally displaces persons in Georgia მოეწყო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის ამსახველი ფოტოები, ასევე 1990-იანი წლების კონფლიქტის, 2008 წლის ომისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ამსახველი ფოტომასალა. ღონისძიება კანადაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ლაცაბიძემ გახსნა.
მან დამსწრე საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ გამოფენას კანადაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო წრეებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საგარეო უწყების ინფორმაციით, სტუმრებს შორს იყვნენ კანადაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფურიო დე ანგელისი და კანადის საგარეო უწყების აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორი კევინ ჰამილტონი.