საგარეო უწყებამ შვეიცარიის მხარეს რუსეთის ფედერაციისთვის გადასაცემად საპროტესტო ნოტა გადაუგზავნა

საქართველოს საგარეო სამინისტრომ შვეიცარიის მხარეს, რუსეთის ფედერაციისთვის გადასაცემად, მიმდინარე წლის 6 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის ხელახლა უკანონოდ აღმართვასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა მიაწოდა – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, შვეიცარიის მხარეს, აგრეთვე, რუსეთის ფედერაციისთვის გადასაცემად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული სხვადასხვა სახის დარღვევის თაობაზე ყოველთვიური, ივლისის თვის კრებსითი-საპროტესტო ნოტა მიეწოდა.
მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ხურვალეთში და წითელუბანში რუსმა „მესაზღვრეებმა“ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერი ისევ დააბრუნეს.
გუშინ კი, ქარელის რაიონში, სოფელ თამარაშენში საოკუპაციო ძალებმა ახალი ბანერები დადგეს, რის შედეგადაც 800 მეტრი მიწა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები