რაჭაში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა

რაჭაში, სოფელ ღარში 35 წლამდე მამაკაცმა მეუღლე ეჭვიანობის ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა. ი.მ-მ მეუღლეს – 25 წლის ნ.ს-ს ჭრილობა ფილტვის არეში მიაყენა, რის შემდეგაც ახალგაზრდა გოგონა ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და სავარაუდოდ, დღეს სახლში გაწერენ.
„კვირას“ ინფორმაციით, ცოლის დაჭრაში ბრალდებული ი.მ. მანამდე ბიძაშვილის დაჭრისთვის იყო გასამართლებული.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმე აღძრულია სსკ 19/108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ცოლის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები