პრეზიდენტს ყატარის სახელმწიფოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს პრეზიდენტს, დღეს, საქართველოში ყატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფამ რწმუნებათა სიგელები გადასცა. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილსა და ყატარის სახელმწიფოს ელჩს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა და სამომავლო თანამშრომლობის პრესპექტივები განიხილეს.
ქვეყნის პირველმა პირმა დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.