ავტოსაგზაო შემთხვევა ჯვრის მონასტერთან – არიან დაშავებულებიც
ავტობანზე, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომანქანა ამოტრიალდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. როგორც “კვირას შსს-ში განუცხადეს,”ტოიოტას” მარკის ავტომობილი გზის სავალ ნაწილზე მოსრიალდა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო ავომობილში მყოფმა ოთხმა მოქალაქემ, რომლებიც საავადმოფოში არიან გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.