სასწრაფოდ: ელიავაზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა- მეხანძრეებმა 2 ცხედარი აღმოაჩინეს

რამდენიმე საათიანი ძებნის შედეგად ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე საღებავების საწყობში მეხანძრეებმა 2 ცხედარი აღმოაჩინეს – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო მართვის დეპარტამენტში განუცხადეს.
მათივე თქმით, გარდაცვლილები მამაკაცები არიან.
შემთხვევა დიდუბის რაიონში, „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გუდაუთის ქუჩის 7 ნომერში მოხდა. ცეცხლი საწყობებს გაუჩნდა, სადაც საღებავები და მეტალოპლასტმასის საწყობია. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები