ხანძარი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე – ცეცხლი ბალახს გაუჩნდა

ამ წუთებში თბილისში, სპორტის სასახლის უკან მიმდებარე ტერიტორიაზე გამხმარ ბალახს ცეცხლი უკიდია – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.
ცეცხლი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე „თაღლაურას“ შენობის ზევით გაჩნდა. შემთხვევის ამსახველი ფოტომასალა „კვირას“ თვითმხილველმა მიაწოდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები