ორი ხანძარი თბილისში

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი გამხმარ ბალახს გაუჩნდა. აღნიშნულის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარი გაჩნდა ასევე თბილისში, წერეთლის გამზირზე. ცეცხლი ნაგავს ეკიდა. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი მოსახლეობის დაუდევრობა გახდა. შემთხვევის ადგილას 5 სახანძრო გავიდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები