ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, კარფურის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი შეეჯახა.
ამის შესახებ „კვირას“ შსს-ში განუცხადეს. მათივე თქმით, ფეხით მოსიარულე მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები