ლეღვის ფოთლის ნახარშით კიდევ 4 გოგონა დაიწვა
ლეღვის ფოთლის ნახარშით მიღებული დამწვრობით დამწვრობის ცენტრში ოთხი პაციენტი შეიყვანეს, მათი ასაკი 21 წლიდან 29-მდე მერყეობს.
როგორც „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ოთხივე გოგონა თბილისელია.
მისი თქმით, მათ ლეღვის ფოთლის ნახარში სხეულზე გარუჯვის მიზნით წაისვეს.
ქაშიბაძის ინფორმაციით, ორ მათგანს ამბულატორიული მკურნალობა დაენიშნა, ხოლო ორი პაციენტისთვის ჰოსპიტალური მკურნალობა გახდა საჭირო.
ქაშიბაძის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ქაშიბაძის ინფორმაციით, ამჟამად დამწვრობის ცენტრში ლეღვის ფოთლის ნახარშით მიღებული დამწვრობით ოთხი პაციენტი მკურნალობს, მათ შორის არის 62 წლის ქალბატონი.
მიმდინარე წლის ზაფხულში სამედიცინო დაწესებულებას ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვარი სხეულით სულ ექვსმა პაციენტმა მიაკითხა.