ნიუ-იორკის ცათამბჯენის ფასადზე გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ფოტოები აჩვენეს (ფოტოკოლაჟი)

ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილი ცათამბჯენის „ემპაირ სტეიტ ბილდინგის“ ფასადზე იმ ცხოველების ფოტოები აჩვენეს, რომლებიც გადაშენების პირას არიან: ლურჯი ვეშაპის, თოვლის ლეოპარდის, გორილების და სკატების – სულ 160 სახეობის. კომპოზიცია აფრიკული ლომის – სესილის სურათმა დაასრულა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ზიმბაბვეში მოკლეს.
მოძრავი სურათები 40 პროექტორის მეშვეობით შეიქმნა, რომლებიც მეზობელი შენობის სახურავზე იყო დამონტაჟებული. ამ წარმოდგენას ასობით ადამიანი ადევნებდა თვალ-ყურს.
ღონისძიების ფასმა 1 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს წარმოდგენა ტელეარხ Discovery-ს სარეკლამო კამპანიის ნაწილია, რომელმაც გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო.

11797997_10204398639997701_876626496_n

11801933_10204398640037702_847649778_n

11801972_10204398642157755_696092730_n

11805818_10204398639517689_230454369_n

11823999_10204398644757820_1234403867_n

11830672_10204398639797696_1324694410_n

11846025_10204398639717694_521171730_n

11846059_10204398639757695_608975893_n

11846354_10204398639557690_1188901840_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები