დღეს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება
დღეს, 15:00 საათისთვის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლებს შეხვდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მხარეები, სავარაუდოდ, ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო სამსახურის გამოყოფის კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნებზე იმსჯელებენ.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი კანონპროექტზე ვეტოს დადებას აპირებს.