სოფელ ოსიაურთან ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა
ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურთან მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს ავტობუსი და მიკროავტობუსი შეეჯახა.
როგორც „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს, გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპულატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.