„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ვეტო არის კიდევ ერთი შესაძლებლობა პარლამენტის წევრებისთვის“
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას მიესალმება. ქადაგიძის განხადებით, აღნიშნული კანონი არის საფრთხის შემცველი და ამ ფორმით მიღება არ შეიძლება.
„რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, რომელიც შეიძლება დაადოს, ჩვენ მივესალმებით. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ვეტო არის კიდევ ერთი შესაძლებლობა პარლამენტის წევრებისთვის, გადახედონ თავის გადაწყვეტილებას. ჩვენ გვქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონსულტაციები შენიშვნებთან დაკავშირებით. ჩემი პოზიცია საჯაროდ ცნობილია და ეს კანონი არის საფრთხისშემცველი და ამ ფორმით მიღება არ შეიძლება. ესაა ეროვნული ბანკის პოზიცია და არც ერთი თავმოყვარე ექსპერტი დადებითად არ შეაფასებს ამ პროექტს“, – განაცხადა ქადაგიძემ.