თბილისში დეიდა და დისშვილი გარდაცვლილები იპოვეს
თბილისში, სამგორის რაიონში დეიდა და დისშვილი გარდაცვლილები იპოვეს. სავარაუდოდ, დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზი ბანაობის დროს ელექტროენერგიის გადმოსვლა გახდა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.