ტრაგედია ახალციხეში – მდინარეში სამი ახალგაზრდა დაიხრჩო, მათ შორის – და-ძმა

ახალციხის რაიონის სოფელ ჭაჭარაქში, მდინარეში სამი ახალგაზრდა დაიხრჩო. გარდაცვლილებს შორის 2 გოგონა და ერთი ახალგაზრდა მამაკაცია. „კვირას“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად და-ძმა დაიღუპა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, მდინარეში საბანაოდ 6 ახალგაზრდა ჩავიდა, თუმცა სამი მათგანი წყალმა გაიტაცა. მათ დასახმარებლად მდინარეში ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა, თუმცა ვეღარც მან მოახერხა უკან გამოსვლა. დაკარგულებს მაშველები ნახევარი საათის განმავლობაში ეძებდნენ.
„კვირას“ ინფორმაციით, გარდაცვლილები ახალციხეში სტუმრად იყვნენ ჩასულები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები