ანაკლიაში ახალგაზრდა ბიჭის გვამი ზღვამ გამორიყა
ანაკლიაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო. აღნიშნული ინფორმაცია “კვირას” 112-ში დაუდასტურეს.
მათი ინფორმაციით, გუშინ, საღამოს დიმა ბიგვავა ზღვაში შესვლიდან მალევე გაუჩინარდა, მოგვიანებით კი ზღვამ ნაპირზე გამორიყა. გარდაცვლილი ადგილობრივი იყო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.