ანაკლიაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
სამეგრელოში, ანაკლიაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო. ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი -2” ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, გვამის იდენტიფიკაცია უკვე მოხდა. თუმცა, გარდაცვლილის ასაკიდან გამომდინარე მისი ვინაობა არ სახელდება.
ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზე ქუთაისშია გადასვენებული.
უცნობია, თუ რა ვითარებაში დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი. ის 12 საათის მერე ითვლებოდა დაკარგულად და ცხედრის პოვნა მხოლოდ საღამოს ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხერხდა.