Biletebi.ge-ს ხელმძღვანელი: რაც მე სოციალურ ქსელებში მიკურთხეს… ბილეთი რიგით ვიყიდე, მეხუთასე ვიყავი
იცოცხლე, რაც მე სოციალურ ქსელებში მიკურთხეს, თანამშრომლებს ავუკრძალე კიდეც იმ კომენტარების კითხვა. ვუთხარი, ასე მუშაობის გაგრძელების საშუალება არ გვექნება-მეთქი, – ამის შესახებ Biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორი გიორგი ჩხიკვიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში აცხადებს.
„მე მესმის ხალხის, მათი გაბრაზება არ იყო უსაფუძვლო და ყველა სამართლიან შენიშვნას ვიღებ. არც იმ დღეებში და არც მერე არსად დავმალულვარ, ვარსკვლავივით სულ ეკრანზე ვიყავი… იცოცხლე, რაც მე სოციალურ ქსელებში მიკურთხეს. თანამშრომლებს ავუკრძალე კიდეც იმ კომენტარების კითხვა; ვუთხარი, ასე მუშაობის გაგრძელების საშუალება არ გვექნება-მეთქი. იმ რთული დღეების შემდეგ, რაც გადავიტანეთ ხანდახან ვხალისობთ ხოლმე სამსახურში, იმ ყველაფერზე. მაშინ კი ნამდვილად არ გვქონდა სახალისოდ საქმე. მეუღლეს ისე ეშინოდა, რომ რამდენიმე დღე ჩემთან ერთად დადიოდა, მითხრა: შენთან ერთად ვივლი, ქალთან ერთად, რომ დაგინახავენ დაგინდობენო… სხვათა შორის, პირველი ბილეთი მე არ შემხვედრია. სერვერზე წვდომა მქონდა, მაგრამ პატივს ვცემ ფეხბურთის გულშემატკივარს და ამ პრივილეგიით არ ვისარგებლე. ბილეთი მეც რიგით ვიყიდე – მეხუთასე ვიყავი რიგში. ჩემი ახლობლებიც მიხვდნენ, რა შარშიც ვიყავი და არავის შევუწუხებივარ ბილეთზე“, – ამბობს ჩხიკვიშვილი „თბილისელებთან“ საუბრისას.
წყარო: „თბილისელები“