„ჰგონიათ, რომ მსგავსი უტიფრობის, სრულიად ამორფული შინაარსის ტექსტების და იქ ტყუილების ჩაწერით რაღაც სერიოზულ ძვრებს მოახდენენ ქართულ საზოგადოებაში,”- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ იმ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში უნდა განიხილონ.
მისივე თქმით, კარგად გვესმის, რომ ეს გათვლილია ერთ მუჭა რადიკალებზე, ვინც დღეს თუ ხვალ გამოვა და იტყვის: ნახეთ ხალხო, ჩვენ ევროპა როგორ გვიჭერს მხარს.
„მერამდენედ შეიძლება ცდილობდე პოლიტპატიმრად გამოიყვანო მიხეილ სააკაშვილი, როდესაც საქართველოში მცხოვრებთა დიდი უმრავლესობა პირდაპირ ეთერში ხედავდა როგორ ტანჯავდა სააკაშვილი და მისი რეჟიმი საკუთარ საზოგადოებას, როგორ აწამებდნენ ხალხს, ქუჩაში ხოცავდნენ, ართმევდნენ ბიზნესს. ეს ტყუილი არ გადის, არ ჭრის“, – აცხადებს მათიკაშვილი.