“ოდესის რეგიონში, მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის ფონზე, ტყის ხანძრები წარმოიშვა. ცნობილია ერთი ადამიანის გარდაცვალებისა და რამდენიმეს დაშავების შესახებ”,- ინფორმაცია, საგანგებო სიტუაციების პრესსამსახურზე დაყრდნობით ვრცელდება.
„ოდესის ოლქში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ხანძრის შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა და კიდევ სამი ადამიანი დაშავდა. ამასთან, წლის დასაწყისიდან ზაკარპატიაში ასეთი ხანძრის 1100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა“, – აღნიშნა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინაში ხანძრის 393 შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც უკრაინის 383 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა.
„ხანძრების ყველაზე დიდი რაოდენობა ოდესის რეგიონში დაფიქსირდა – 73 შემთხვევა, ნიკოლაევში – 39, ასევე დნეპროპეტროვსკსა და ლვოვში – 37-37“, – იუწყებიან მაშველები.
სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური ასევე დასძენს, რომ მაშველები აქტიურად იყენებენ დრონებს ხანძრის ჩასაქრობად. ისინი საჰაერო დაზვერვას და მონიტორინგს ჰაერიდან ახორციელებენ, თუმცა ძლიერი ქარი ხანძრის ლოკალიზებას ართულებს.