რა მისიით წავიდა 15 ივლისს ოდესაში ბოკერია?

15 ივლისს ოდესაში მოლი მაკკიუს დასახმარებლად გიგა ბოკერია გაემგზავრა, – ამის შესახებ გაზეთი „კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ მასალაში წერს.
გამოცემასთან ინკოგნიტო წყარო აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ ოდესაში მკვლელობა მოხდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი მრჩევლის მოლი მაკკიუს მეგობარმა ჩაიდინა.
წყაროს მტკიცებით, შესაბამისი ორგანოები თავად მოლი მაკკიუს დაკავებასაც ითხოვენ.
“კვირის ქრონიკის“ ინფორმატორი ამბობს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი მრჩევლის მეგობარი ციხიდან დაეხსნა, თუმცა ამაოდ.
“კვირის ქრონიკის“ ინფორმაციით, 15 ივლისს ოდესაში მოლი მაკკიუს დასახმარებლად გიგა ბოკერიაც გაემგზავრა.
“15 ივლისს ოდესაში მოლი მაკკიუს დასახმარებლად გიგა ბოკერია გაემგზავრა. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად მუშაობის დროიდან მას მოლი მაკკიუსთან აქვს მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები, თუმცა, როგორც ოდესელები იმუქრებიან, მთელი „ნაცელიტა“ რომ აქ ჩამოვიდეს და მათმა პატრონებმა დასავლეთიდან გვიბრძანონ მკვლელის განთავისუფლება, ჩვენ ამას არ გავაკეთებთო“, -წერს “კვირის ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები