„მიხეილ სააკაშვილი მრჩეველმა ქალმა დიდ შარში გახვია“

„მიხეილ სააკაშვილი მრჩეველმა ქალმა დიდ შარში გახვია“, – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს. გამოცემასთან ინკოგნიტო წყარო აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ ოდესაში მკვლელობა მოხდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი მრჩევლის მოლი მაკკიუს მეგობარმა ჩაიდინა.
წყაროს მტკიცებით, შესაბამისი ორგანოები თავად მოლი მაკკიუს დაკავებასაც ითხოვენ.
“კვირის ქრონიკის“ ინფორმატორი ამბობს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი მრჩევლის მეგობარი ციხიდან დაეხსნა, თუმცა ამაოდ.
რამდენიმე დღის წინ ოდესაში მკვლელობა მოხდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი მრჩევლის მოლი მაკკიუს მეგობარმა ჩაიდინა. მოლი მაკკიუ ამერიკულ ლობისტურ კომპანია „პოდესტა გრუპში“ მუშაობდა,რომელსაც “ნაციონალები“, კერძოდ, გიგა ბოკერია და მისი უშიშროების საბჭო წლების განმავლობაში მილიონებს უხდიდა, რომ „გაეპრავებინათ“ სააკაშვილის დანაშაულებრივი მმართველობა. როგორც წარო აცხადებს, ოდესაში მაკკიუ მოლი თავის მეგობართან, მოლდოველ სპეცრაზმელთან ერთად გადაადდგილდებოდა,რომელმაც ორი კვირის წინ ოდესაში ერთი ბარის ეზოში სასტიკად სცემა უკრაინელ ახალგაზრდა მამაკაცს. მიღებული ტრავმების შედეგად ნაცემი მამაკაცი გარდაიცვალა.ოდესის პოლიციამ დაუყოვნებლივ დააკავა მოლი მაკკიუს მეგობარი. ახლა ის ციხეში იმყოფება. ჩვენთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ზეწოლას ახდენს პოლიციასა და პროკურატურაზე და იტხოვს მაკკიუ მოლის მეგობრის დაუყონებლივ გათავისუფლებას. თუმცა ამ ფაქტზე მთელი ოდესა საუბრობდა. მოლის მეგობრის დანაშაული იმდენად აშკარაა, რომ სააკაშვილის ჩარევაც კი არაა საკმარისი მის გამოსაშვებად. მეტიც, პოლიცია და პროკურატურა თავად მოლი მაკკიუს დაპატიმრებას ითხოვს, რადგან ის მომხდარ დანაშაულში წამქეზებლად მიაჩნიათ და მას მკვლელის თანაშემწედ ასახელებენ“, – წერს გაზეთი “კვირს“ ქრონიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები