ალექსანდრე ჭიკაიძე: პოლიცია „დაჩმორებული“ მაშინ იყო, როცა ნებისმიერ პოლიციელს ხმის ამოღების ეშინოდა!
პოლიციელი ყველაზე დაჩაგრული წინა ხელისუფლების დროს იყო, – ამის შესახებ საგაზეთო ინტერვიუში შსს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს.
„პოლიცია „დაჩმორებული“ მაშინ იყო, როცა ნებისმიერ პოლიციელს ხმის ამოღების ეშინოდა! დიახ, წინა ხელისუფლების დროს პოლიციელი ყველაზე დაჩაგრული იყო! ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს პოლიციელთა სადაზღვევო პაკეტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, დაოჯახების შემთხვევაში პოლიციელს სახელმწიფოსგან 1000-ლარიანი დახმარება დაუწესდა და ა.შ. გარდა ამისა, პოლიციელებს უკანონო ბრძანებებს არავინ აძლევს და პოლიტიკური დაკვეთების შესრულებას არავინ აიძულებს. ამას თუ ეძახიან „დაჩმორებულ პოლიციას“, არ ვიცი. კრიმინალის მატებას რაც შეეხება, მასშტაბური ამნისტიის შემდეგ, როცა ციხე ათასობით პატრიმარმა დატოვა, დანაშაულის ზრდა, მართლაც, შეინიშნებოდა, მაგრამ ამას საგანგაშო მასშტაბები ნამდვილად არ ჰქონია და ვითარების დარეგულირებაც მალე მოხერხდა“, – აცხადებს ჭიკაიძე „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.