ქუთაისში მიტოვებულ სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – ფოტო
ქუთაისში, საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე მიტოვებულ სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. “კვირას“ ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ქარხანა ამჟამად არ ფუნქციონირებს.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით).