ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 256-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 30 წლის მამაკაცია, რომელიც შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯიხურში მუშაობდა. მას ავტომობილი გზაზე გადასვლისას დაეჯახა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები